ახლოდან ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახთან კავშირზე ვართ - EU-ს ელჩი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდება და მის ოჯახთან კავშირზეა. ელჩის კომენტარს "ფორმულა" ავრცელებს.

ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები სურლად დაცული იყოს.

"ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ მის ოჯახთან კავშირზე ვართ და ასევე ვაყენებთ მის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები იყოს სრულად დაცული. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები ქართულმა სასამართლომ უნდა მიიღოს", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით პირველ დეკემბერს მიმართა. უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას ან მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ. იმევე დღეს ცენტრმა "ემპათიამ" გაავრცელა სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის წამყვანი 10 დიაგნოზი საქართველოს ციხეთა სისტემაში მის ყოფნას შეუძლებელს ხდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი