
ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ეს განცხადება ეუთოს მინისტერთა საბჭოზე გააკეთა.
ეუთო საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გმობენ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სამხედრო ოკუპაციის გამო.
"თოთხმეტი წელიწადი რუსეთის ფედერაციის სამხედრო შემოჭრიდან საქართველოში, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ამ დრომდე ოკუპირებულია და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების სრული პატივისცემის საფუძველზე, მათ შორის გაეროს წესდება და ჰელსინკის საბოლოო აქტით"- ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო საკუთარ განცხადებაში ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის საკითხსაც ეხმაურება და გმობს ყველა ე.წ. პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება.
"ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დამყარებას ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარეში შეყვანას.
ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოში, აფხაზეთში, გაგრის რაიონში 180 ჰექტარი მიწის მიტაცების გამო.
ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის ე.წ. „პროგრამის“ განხორციელების ფარგლებში, ასევე ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან, როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი უკანონო ანექსიის მცდელობისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეცვალოს ეს პროცესი. ჩვენ ვგმობთ ე.წ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აფხაზეთის რეგიონში, ასევე ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას სამხრეთ ოსეთში 2022 წელს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევას.
2008 წლის ომთან და რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ეუთო მოუწოდებს რუსეთს ითანამშრომლოს სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე კი აღნიშნავს შემდეგს:
"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეთნიკური ნიშნით ქართველების მუდმივი დისკრიმინაციისა და დარღვევების გამო, მათ შორის გადაადგილების, განათლების, საცხოვრებელი და საკუთრების თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებების მკაცრი შეზღუდვების, განსაკუთრებით სახლების დანგრევასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ მათ, ვინც აკონტროლებს, უზრუნველყონ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვგმობთ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალისა და ახალგორის რაიონების სკოლებში ქართული ენის რუსულით სწავლების შეცვლის შესახებ. ჩვენ ასევე ვგმობთ ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების წაშლასა და შეცვლას",- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომე ეუთო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების გამო.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ სასაზღვრო ხაზის გარშემო მიმდინარე თვითნებური დაკავებებით და მოვუწოდებთ დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებას ირაკლი ბებუას და ყველა თვითნებური პატიმრობის ქვეშ. ვგმობთ ქრისტინე თაკალანძის, ასმათ თავაძის, მამუკა ჩხიკვაძის და კახაბერ ნათაძის დაკავებას.
ჩვენ ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობას და მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას ნებისმიერი დაბრკოლება დამნაშავეების პასუხისმგებლობაში მიცემისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს პრევენციული ნაბიჯების მიმართ, რომლებიც მიმართულია დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად და ხაზს ვუსმავთ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას...
ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს გადაწყვიტონ ეუთოს განზომილებიანი მისიის გახსნა საქართველოში, მათ შორის, მონიტორინგის შესაძლებლობებით..",- ვკითხულობთ ტექსტში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი გააგრძელებს კონფლიქტისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ადვოკატირებას.