Balenciaga -ს სკანდალი და დემნას ბოდიში - ჩართვა ნიუ იორკიდან, სადაც სასამართლო პროცესები უნდა დაიწყოს

გამოქვეყნდა:

სამი ბოდიში ბალენსიაგასგან, მათგან ერთი პერსონალური ბოდიში დემნასგან და სარჩელი ნიუ იორკის სასამართლოში. ესპანური მოდის  სახლი Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, დიდ სკანდალშია გახვეული. ყველაფერი ორი ფოტოსესიით დაიწყო. ბალენსიაგას უახლეს, სადღესასწაულო სარეკლამო კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ფორმის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ. დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. მეორე კი "ადიდასი" "ბალენსიაგას" ერთობლივი  ფოტოსესია იყო, სადაც იატაკზე მიმობნეულ ფურცლებში, ბავშვთა პორნოგრაფიაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის დოკუმენტები ჩანდა. მსოფლიო ბრენდისგან ახნა-განმარტებებს ითხოვენ. ესპანურმა მოდის სახლმა  ბოდიში ორჯერ მოიხადა. დემნამ პირადად მოიხადა ბოდიში  საჩუქრების კამპანიის არასწორი კონცეფციისთვის და ამ ნაწილზე პასუხისმგებლობაც თვითონ აიღო.   ბალენსიაგამ კი  სასამართლოში სარჩელი North Six-ის წინააღმდეგ შეიტანა. სწორედ ამ კომპანიამ დაგეგმა ფოტოსესია. მსოფლიო ბრენდი მიყენებული ზიანისთვის 25 მილიონ დოლარს  ითხოვს. 

ავტორი: რუსკა გიორგაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი