პუტინის ომი არ არის ნატოს გაფართოების შედეგი, ეს არის ნატოს გაფართოების მიზეზი - ლოიდ ოსტინი

გამოქვეყნდა:

პუტინის ომი არ არის ნატოს გაფართოების შედეგი, ეს არის ნატოს გაფართოების მიზეზი -  ეს ლოიდ ოსტინის განცხადებაა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი რუსეთს უკრაინაში განზრახ სისასტიკეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოსკოვი  მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ ბომბავს.

გაერო-ს მიერ დანიშნული საგამოძიებო ჯგუფი კი  იკვლევს, არის თუ არა რუსეთის თავდასხმები უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაული.

„პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ეს არის ნატოს გაფართოების მიზეზი. ახლა კი, კრემლის გაუჩინარებული იმპერიისადმი ლტოლვის გამო, ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშე დგას. როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი აწარმოებს ომს 43 მილიონზე მეტი ადამიანის დემოკრატიის უარყოფისთვის. რუსულმა ძალებმა ათასობით უკრაინის მოქალაქე მოკლეს, მილიონობით კი გაიქცა. რუსეთის თავდასხმებით ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები დაინგრა. ასე რომ, რუსეთის მეზობლები მზარდი განგაშით უყურებენ მის იმპერიულ აგრესიას“, - თქვა ლოიდ ოსტინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი