სანამ პუტინი არ გვაჩვენებს რომ რეალურად დაინტერესებულია დიპლომატიით, ნაკლებად სავარაუდოა რამე შეიცვალოს - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებით რეალურად დაინტერესებული არაა.

ბლინკენის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულის საპასუხოდ რუსეთმა უკრაინაზე შეტევები გააორმაგა.

"დიპლომატიას ყოველთვის აქვს აზრი. განსაკუთრებით კი მაშინ თუ მხარეები და ამ შემთხვევაში რუსეთი, რეალურად დაინტერესებულნი არიან პრობლემის დიპლომატიური მოგვარებით. ამ ეტაპზე მხოლოდ საპირისპირო ქმედებებს ვხედავთ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დიდი ოცეულის ქვეყნებს მშვიდობის ფორმულა წარუდგინა, პუტინმა კი რა გააკეთა?! შეტევები გააორმაგა და გაასამმაგა. გაზარდა ძალების მობილიზება, ტერიტორიების ანექსია  და ახლა  ზამთრის იარაღად გამოყენებას ცდილობს. მან ვერ შეძლო ბრძოლის ველზე გამარჯვება, ამიტომ ბრაზს უკრაინის მოქალაქეებზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე აფრქვევს - თიშავს ელექტროენერგიასა და გათბობას. ამ ნაბიჯით კი, უკრაინელ ხალხს სიბნელესა და სიცივეში ტოვებს, ეს ნამდვილი ბარბაროსობაა.

სანამ პუტინი არ გვაჩვენებს რომ რეალურად დაინტერესებულია დიპლომატიით, ნაკლებად სავარაუდოა რამე შეიცვალოს.  მან მიიტაცა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ტერიტორია და აქაც მარცხს განიცდის, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები აიძულებენ უკან დახევას და ათავისუფლებენ პუტინის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს", - თქვა ენტონი ბლინკენმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი