უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის უკრაინულ ფორმულასთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს, რაზე ისაუბრა დღეს დიდი ოცეულის სამიტზე:
დიდი ოცეულის სამიტზე გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის უკრაინული ფორმულა წარვადგინე. მაშინ როდესაც მსოფლიო პანდემიის შოკიდან გამოსვლას ცდილობდა, რუსულმა ომმა ახალი გამოწვევები გააჩინა. ეს უნდა შეჩერდეს. მინდა ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ. ეს საკითხი საჯაროდ ყველას მოსასმენად უნდა განვიხილოთ.
მინდა, რომ რუსეთი მიერ უკრაინაში დაწყებული ომი სამართლიანობის აღდგენით დასრულდეს. უკრაინა თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს. თუ რუსეთი იტყვის, რომ ომის დასრულება სურს, გადადგას ნაბიჯები და დაამტკიცოს, რომ ეს სურვილი ნამდვილია. ფაქტია, მათ ნათქვამს ვერ ვენდობით. არ შეიქმნება მოლაპარაკებების ახალი ფორმატი „მინსკი-3“. რუსეთს მსოფლიოს მოტყუება და ომის გაყინვა სურს და ამაზე ზუსტად მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც მიხვდნენ, რომ მარცხდებიან. რუსეთს არ მივცემთ უფლებას, დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და გლობალური დესტაბილიზაციისა და ტერორის ახალი სერია დაიწყოს. რუსეთი ახლა უნდა შევაჩეროთ.
მშვიდობის ფორმულისთვის აუცილებელია რამდენიმე საკითხი:
პირველი ატომური უსაფრთხოება. არავის აქვს უფლება მსოფლიო რადიაციული კატასტროფით დააშანტაჟოს, ეს აქსიომაა. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამეწარმეო სტრუქტურა.
მეორე - გთავაზობთ უკრაინული პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის ფორმულას. ეს მარცვლეული ღარიბი ქვეყნებისთვის იქნება განკუთვნილი.
მესამე საკითხი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. უნდა შევაჩეროთ რუსეთი რათა დაწყებული ენერგოკრიზისი არ გააგრძელოს.
მეოთხე პირობა რუსეთის მიერ უკრაინიდან დეპორტირებული და დატყვევებული ადამიანების გათავისუფლებაა. მათ შორის ის 11 ათასი ბავშვი, ვინც რუსეთმა გაიტაცა და რუსეთში წაიყვანა.
მეხუთე პირობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფა. კომპრომისზე წასვლა არ შეიძლება. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინა იმ ფარგლებში, რა საზღვრებშიც მას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღიარებს.
მეექვსე და მთავარი ფორმულა უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანა გაყვანა და საომარი მოქმედებების შეჩერებაა. უკრაინამ მის ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს.
მეშვიდე ფორმულა, კი რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შემქნაა. ასევე უკრაინისთვის კონპენსაციის გადახდა.
მერვე პირობა რუსების მიერ განადგურებული ეკო-სისტემის აღდგენაა. დიდი მადლობა დიდი 19-ეულის მონაწილე ქვეყნებს და მის ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერისთვის, - განაცხადა ზელენსკიმ.
იხილეთ ასევე: