"პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად" - დიპლომატები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

გამოქვეყნდა:

ქართველი დიპლომატები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ. 

მიმართვის ტექსტს ზუაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს და ამბობს, რომ წერილი ევროკავშირს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და მათ საპარლამენტო ორგანოებს, ასევე მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნა.

"მას შემდეგ, რაც 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ახლა მას აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას. ამასთან, მედიკოსთა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინა დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის კვალი. ამიტომ ექსპერტები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში", - აღნიშნულია მიმართვაში. 

ტექსტში მოყვანილია ექიმი კობის, დევიდ სმიტის შეფასებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში იყვენენ ჩართულები. 

"პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის ნების დართვა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ჩარევის შიშისგან თავისუფალი, დასავლური სტანდარტის კვლევების ჩატარებისა და მკურნალობის საშუალებას მისცემს. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით დადგინდა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი რეჟიმის პოლიტპატიმარია. ის უნდა გათავისუფლდეს. როდესაც საქართველო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპის მთელი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, მოვლენათა დღევანდელი განვითარება აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩვენ, ყოფილ ქართველ დიპლომატებს, გვსურს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ და მოვუწოდებთ შესაბამის მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დღევანდელ მდგომარეობაზე რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება მოახდინონ", - წერია წერილში. 

მიმართვას ხელს აწერენ: 

  1. გიორგი ბადრიძე;
  2. დავით ბაქრაძე;
  3. გელა ბეჟუაშვილი;
  4. კონსტანტინე გაბაშვილი;
  5. მამუკა გამყრელიძე;
  6. პაატა გაფრინდაშვილი;
  7. გიგი გიგიაძე;
  8. თორნიკე გორდაძე;
  9. ნიკოლოზ ვაშაკიძე;
  10. გრიგოლ ვაშაძე;
  11. თემურ იაკობაშვილი;
  12. სერგი კაპანაძე;
  13. ზურაბ კვაჭაძე;
  14. გიორგი კუბლაშვილი;
  15. ტარიელ ლებანიძე;
  16. ალექსანდრე ლომაია;
  17. ეკატერინა მაირინგ-მიქაძე;
  18. გრიგოლ მგალობლიშვილი;
  19. ლევან მეტრეველი;
  20. ნინო ნაკაშიძე;
  21. ალექსი პეტრიაშვილი;
  22. მამუკა ჟღენტი;
  23. სალომე სამადაშვილი;
  24. დავით სიხარულიძე;
  25. ბათუ ქუთელია;
  26. შოთა ღვინერია;
  27. ვალერი ჩეჩელაშვილი;
  28. ზურაბ ჭიაბერაშვილი;
  29. გია ჯაფარიძე;
  30. ნათია ჯაფარიძე.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი