კასიანოვის განცხადებების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატებს შორის შეხვედრა გაუქმდა

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაანონსებული შეხვედრა გაურკვეველი მიზეზებით ჩაიშალა. ინფორმაციას "მთავარ არხს" უკრაინის საელჩოს პრესსამსახური უდასტურებს. უწყება ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ განუმარტავს რატომ გაუქმდა შეხვედრა. 

დიპლომატებს შორის შეხვედრის გაუქმება, სავარაუდოდ უკავშირდება უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის დღეს გაკეთებულ განცხადებებს. მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის საკითხს დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე პირადად დააყენებდა. კასიანოვის თქმით, უკრაინა დაიცავს ყველა მოქალაქის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და ინტერესებს.

ცოტა ხნის წინ მესამე პრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ და ადვოკატებმა მოინახულეს. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება და საჭმლის მიღება.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი