ღია მიმართვა დასავლეთს - ქართველი დიპლომატები ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდებენ. რამდენიმე ათეული დიპლომატი ხელს აწერს წერილს, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა და მისი გადარჩენის ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა.
სააკაშვილის გადარჩენის მისიით გეგმავდა დღეს შეხვედრას საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც, თუმცა უწყებამ ელჩს ვიზიტი გაუუქმა. "ქართული ოცნების" საგარეო სამინისტროში როგორც ჩანს შეურაცხყოფილი არიან პარტნიორის სამართლიანი კრიტიკით, რომელიც დღეს უკრაინის საელჩოში ჟღერდა.