მადლობა გმირებს! - უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან "ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მდუმარე აქცია გამართეს.
აქციაზე შეკრებილებმა პატივი მიაგეს გმირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ცნობისთვის, საზოგადოების ნაწილი ითხოვდა, რომ 6 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადებულიყო, თუმცა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ბრძოლისას დაღუპული 5 ქართველის ოჯახს ორი დღის დაგვიანებით მიუსამძიმრა და შეახსენა, რომ დაკრძალვის, ჩამოსვენების ხარჯებს მთავრობა ფარავს.
ამ განცხადების შემდეგ გუშინ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა კანცელარიასთან საქართველოს დროშა გლოვის ნიშნად დაუშვეს.
ფოტო: "ლელო"