ჯორჯიის შტატში დემოკრატების გამარჯვებით პარტიამ სენატში 2-მანდატიანი უპირატესობა მოიპოვა

გამოქვეყნდა:

ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა გაიმარჯვა. ამ შედეგებმა გააძლიერა პარტიის უმრავლესობა სენატში, 51 ადგილით, რესპუბლიკელების 49 ადგილის წინააღმდეგ.

პარტია ახლა შევა 2023 წელს სენატში ნამდვილი უმრავლესობით - ისეთით, რომელიც არ საჭიროებს ძალაუფლების გაზიარების შეთანხმებას, რომელიც მოქმედებდა ბოლო ორი წლის განმავლობაში თანაბრად დაყოფილ პალატაში.

ეს სრული უმრავლესობა ნიშნავს, რომ დემოკრატებს ექნებათ უმრავლესობა კომიტეტებში, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო ადვილად დააწინაურონ ბაიდენის კანდიდატები.

უოკერის დამარცხება ასევე უკუსვლაა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპისთვის, რადგან ის რესპუბლიკელების სახელით 2024 წელს კვლავ აპირებს კენჭის ყრას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი