
პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ კარდენახში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მას 11 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ბრალდებულს და მის თანხმლებ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ დაზარალებულთან, რის შემდეგაც ბრალდებულმა ამ უკანასკნელს მოკვლის მიზნით განზრახ დააჯახა ავტომანქანა, რა დროსაც ასევე საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - წერია უწყების განცხადებაში.
დაზარალებული 35 წლამდე ასაკის კაცი გურჯაანის კლინიკაში გარდაიცვალა.