მტკიცებულებაა სტრასბურგისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ბედს არ წყვეტს სასამართლო - დეკანოიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებები არის ღია მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტია.

ჩვენი სიცოცხლე ღმერთს აბარია, მე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი - თქვა ღარიბაშვილმა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის განცხადებები გაიმეორა, თითქოს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მკურნალობა არ სურს და მისი რეალური ამოცანაა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

დეკანოიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის განცხადებები პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობის ღია მტკიცებულებებია სტრასბურგში წარსადგენად. 

"ეს არის მეორე ძალიან ღია მტკიცებულება პრემიერ-მინისტრის განცხადება. პირველი მტკიცებულება მაშინ იყო, როდესაც მან თქვა, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, სასჯელს დაუმატებენ, და ეს არის სტრასბურგისთვის ასევე მტკიცება და მეორე პირდაპირი მითითება და დირექტივა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმას საუბრობდნენ, რომ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი და ახლა აღმოჩნდა, რომ სასამართლო კი არა, ღარიბაშვილი წყვეტს, ანუ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი. რასაკვირველია, ეს მტკიცებულებები არის ყველაფერი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არის სტრასბურგში, ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთხელ იმის განაცხადი, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტია მიხეილ სააკაშვილი"- თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი