თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოზე გამოცხადებას, დავაყენებთ შუამდგომლობას სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი საქალაქოში მისვლას ვერ შეძლებს, ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას, პროცესი კლინიკა ვივა მედში ჩატარდეს, ტელევიზიების თანდასწრებით:

„თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია,კი ბატონო, ვივა მედში, ოღონდ ტელევიზიების თანდასწრებით." ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

ხვალ სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს. პროცესზე დასწრების სურვილი აქვს თავად მესამე პრეზიდენტსაც.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი