"საზოგადოებას ნურავინ ატყუებს, რომ უკრაინა გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას ამ ქვეყანაში" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გაგზავნოს „დვიჟოკები“, რაც არის ტყუილი. საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში არ იწარმოება" - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა.

„რაც შეეხება გენერატორებს, საზოგადოების წინაშე წარმოადგენენ ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. "დვიჟოკებს". ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რა გახდა „დვიჟოკების“ გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს "დვიჟოკებს". ამ დროს, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, მაგალითად, მადრიდის „რეალმა“, რომელიც არის რამდენიმემილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას. ხალხს გაეცინა ამაზე, ეგონათ, რომ 20 „დვიჟოკი“ გადასცა. სინამდვილეში, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არის.

ჩვენ შეიძლება, ფინანსურად დავეხმაროთ გენერატორების საყიდლად უკრაინას. ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი მხარდაჭერა, მაგრამ საუბარი არის რაზე, რომ ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გაგზავნოს „დვიჟოკები“, რაც არის ტყუილი. საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში არ იწარმოება. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ, სადმე სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და მერე გავგზავნოთ უკრაინაში.

ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჩვენ ხომ არანაირი არც პრობლემა გვქონდა. პირიქით, ძალიან ხელგაშლილები ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ ატყუებს, რომ უკრაინა გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას ამ ქვეყანაში“, - თქვა კობახიძემ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი