პრემიერის ზეწოლა სასამართლოზე | ევროკავშირში ღარიბაშვილს პასუხობენ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის პასუხი საქართველოს პრემიერმინისტრს. გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი უწყება ღია შეშფოთებას გამოთქვამს ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებასთან დაკავშირებით და "ქართულ ოცნებას" მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.

ევროკავშირში არც მესამე პრეზიდენტის საქმის განმხილველი მოსამართის მისამართით გაჟღერებული დირექტივა გამორჩენიათ. თუმცა სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკული გზავნილის მიუხედავად ივანიშვილის კლანის პასუხი დღეს კიდევ უფრო ხისტი და შემაშფოთებელი იყო. დღევანდელი განცხადებებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას და სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებას. პრემიერის საჯარო დირექტივა დღეს ხელისუფლების სხვა ლიდერებმაც გაიმეორეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი