სულ მცირე, დადებითად გადაწყვიტეთ მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გადავადების საკითხი - GDI სასამართლოს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამარტლოს, სულ მცირე, დადებითად გადაწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხი. 

GDI წერს, რომ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის ინტერესებით.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აკმაყოფილებს საქართველოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მინიმუმ განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძვლებს. კონსილიუმის დასკვნა მიუთითებს მიხეილ სააკაშვილისადმი საქართველოს ფარგლებში გაწეული მკურნალობისთვის ყველა რესურსის ამოწურვის ფაქტსა და მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად მკურნალობის ალტერნატიული საშუალებების, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგრძელების საჭიროებაზე", - წერს GDI. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და უმოქმედობა, რომელიც ნაცვლად ხელისუფლების ვალდებულებების გააზრებისა ატარებს პოლიტიკურ ოპონენტზე შურისძიების სახეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი