საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომას მესამე პრეზიდენტი არც დღეს ესწრება. პროცესს არ ესწრება მესამე პრეზიდენტი. პენიტენციურმა დაწესებულებამ საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ექიმი მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. აღნიშნულს ხელს კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი აწერენ. სხდომას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები.
ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა დისტანციურად მაინც მესამე პრეზიდენტს ჩვენების მიცემის საშუალება.
მოსამართლე გიორგი არევაძე დღეს ადვოკატების იმ შუამდგომლობაზე იწყებს მსჯელობას იწყებს, რომლითაც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას, ან გადავადებას მოითხოვენ.