"შეიწყალეთ და გადაარჩინეთ მიხეილ სააკაშვილი და გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია" | IDU-ს რეზოლუცია და მოწოდება ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

"გამოიყენეთ კონსტიტუციური უფლებამოსილება - შეიწყალეთ და გადაარჩინეთ მიხეილ სააკაშვილი და გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია", -ამის შესახებ საუბარია IDU-ს რეზოლუციის ტექსტშია საუბარი. საერთაშორისო დემოკრატთა კავშირი, სადაც 80-ზე მეტი პარტიაა გაერთიანებული, ქართველ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. 

დოკუმენტში მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით წერია, რომ ის "პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია და არსებობს არაერთი დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ"

"მთავარი არხის" დამფუძნებელ და გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით კი რეზოლუციის ტექსტში წერია, რომ "დამოუკიდებელი მედიამენეჯერის ციხეში ყოფნა ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან დიდი უკანდახევაა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი