დარღვეულია ევროკონვენციის მე-18 მუხლი, პოლიტიკური მოტივი უპირატესია - ომბუდსმენის დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი - ანუ მედიამენეჯერის უფლებები შეიზღუდა პოლიტიკური მოტივით და ციხეშიც პოლიტიკური მოტივით გაუშვეს - ეს არის ომბუდსმენის შეფასება „მთავარი არხის"  დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენის შესწავლის შემდეგ. 

სახალხო დამცველმა ეს დასკვნა დადო არამხოლოდ საქმის სამართლებრივი მასალების, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებების შესწავლის საფუძველზე. ომბუდსმენმა გაანალიზა ქვეყნის მედიაგარემოც. 

ოცნების ხელისუფლებისგან ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია პირდაპირ წერს რომ სააპელაციო განაჩენი დასაბუთებული არ  არის; საქმეში კანონიერ მოტივთან შედარებით პოლიტიკური მოტივი აშკარად უპირატესია. 

საქართველოს სახალხო დამცველი ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მეორედ ადგენს. პირველი შემთხვევა იყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე.  მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების გამო, სახალხო დამცველი მიმართავს პრეზიდენტს -   ნიკა გვარამიას  მიმართ შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი