ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროპარლამენტარს მანდატი შეუჩერდა

გამოქვეყნდა:

ბერძენ ევროპარლამენტარს ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერდა - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

გამოცემა აკონკრეტებს, რომ ევროპარლამენტარ ევა კაილის უფლებამოსილება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატართან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეზე გამოძიების გამო შეუჩერდა. 

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ „გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა უფლებამოსილება, მოვალეობა და ამოცანები, რომლებიც დელეგირებული იყო ევა კაილისთვის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის რანგში“, - განაცხადა სპიკერმა.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა კაილის გადადგომისკენაც მოუწოდეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის ერთ-ერთი ეჭვმიტანილია  ფულის გათეთრების და კორუფციის საქმეზე,ასევე, კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი