რაჭის ყოფილ გუბერნატორს, ოთარ სირაძესა და მის ძმას დავით სირაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 ათას- 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.
დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე 1000-1000 ლარიან გირაოს ითხოვდა. სასამართლო ონლაინ ჟეჟიმში მიმდინარეობდა.
საქმის არსებითი განხილვა 4 სექტემბერს ჩაინიშნა.
ოთარ სირაძესა და მის ძმას გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლს ედავება. საქმე ეხება 4 ივლისს, ონში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე ბრალდებულებსა და ახალგაზრდა მწვანეების წევრს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.