საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლოა სასამართლო სხდომებზე სრულად დასწრება ვერ შეძლოს. ამის შესახებ ადვოკატები საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
სასამართლო სხდომა სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე 14 დეკემბერს გაიმართება. სხდომაზე ყველა ის ექსპერტი უნდა გამიკითხოს, ვინც სააკაშვილის დასკვნაზე იმუშავა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შერყეულია მისი და შეიძლება სასამართლო სხდომების მიმდინარეობას მთლიანად ვერ დაესწროს, ვინაიდან შეიძლება გახდეს ცუდად. დასკვნებისა და სპეციალისტების განმარტებებზე დაყრდნობით ვფიქრობ მაინც, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილს გადაევადოს, ან გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს ამ საქმეზე გადაწყვეტილება, ვინაიდან დღითიდღე უარესდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა", - თქვა ადვოკატმა ილია ლომაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს სასამართლო სხდომას დაესწროს, თუ ეს შესაძლებელი არ იქნება თანახმაა სხდომა პალატაში ჩატარდეს, ან დისტანციურად ჩაერთოს.