ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად, პუტინი წლის ბოლოს პრესკონფერენციას არ გამართავს

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წლის ბოლოს ყოველწლიურ პრესკონფერენციას არ გამართავს. რა გახდა ათწლეულების ტრადიციის დარღვევის მიზეზი, მას არ დაუკონკრეტებია.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ - "წინასაახალწლოდ [პრესკონფერენცია] არ იქნება".

მისი თქმით, პუტინი "რეგულარულად საუბრობს პრესასთან, მათ შორის უცხოურ ვიზიტებზეც".

ცნობისთვის, ნოემბერში მედია წერდა, რომ პრესკონფერენცია არ იგეგმებოდა, გაუქმების მიზეზად კი "ფრონტზე არსებული ვითარება" სახელდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი