"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ეკონომიკური გეგმის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაფინანსდება, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე წერს.
პროექტი €2,3 მილიარდი ევროთი დაფინანსდება და იგი შავი ზღვის გავლით, საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს.
პროექტის მიზანია, რომ ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტი უზრუნველყოს და ელექტრონული მდგრადობა ორმხრივად გააძლიეროს.
საერთო ჯამში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ეკონომიკური გეგმა 17 მილიარდიან ინვესტიციას ითვალისწინებს.