"ქართული ოცნების" რევერანსებს კრემლი მადლიერებით პასუხობს. ოფიციალური თბილისის პოლიტიკას, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის ინტერესების არდაზიანებას გულისხმობდა, მოსკოვი გულუხვი საჩუქრით აანაზღაურებს.
კრემლში ღიად განიხილავენ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას და პირდაპირი ავიარეისების აღდგენას. წლების წინ ორივე შეზღუდვა რუსეთმა საქართველოს და ქართველების დასჯის მიზნით შემოიღო - სავიზო რეჟიმი ჯერ კიდევ 2006 წელს დაწესდა, როდესაც კრემლმა რუსეთიდან ათასობით ქართველი გამოაძევა. ავია ფრენები კი მას შემდეგ შეჩერდა, რაც ქართველმა ხალხმა რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტი საქართველოში რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციებით გააპროტესტა.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ბოლო წლებში გააკეთა ყველაფერი, რომ მოსკოვისგან პატიება დაემსახურებინა.