"თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში, რთული იქნება ვთქვათ, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ წარმატებით დასრულდება" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
"თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში და არსებობს იურიდიული საფუძველი იმისთვის, რომ მან მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება ძალიან რთული იქნება ჩვენთვის, რომ ვთქვა რომ ის ქვეყანა ასრულებს პირობებს, რომლებიც წაყენებული აქვს მას და ამ შემთხვევაში მინდა ვახსენო ნიკა გვარამია, რომელზეც სახალხო დამცველის ანგარიში წერია, რომ ის აშკარად არის პოლიტიკური პატიმარი და რა საკვირველია ეს ორი შემთხვევა საკმარისი იქნება იმისისთვის, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ არ დასრულდეს წარმატებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ევროკავშირის და პარლამენტის წევრები საქართველოში მიმდინარე სიტუაციას გაანალიზებენ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას, რომელიც ძალიან მძიმედაა, ჩვენ მოვთხოვთ მათ [მთავრობას] როგორც ერთ-ერთ პირობას ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭების ამ ორი საკითხის გადაჭრას" - ამბობს ლექსმანი.