გია ვოლსკისთვის, ევროპარლამენტარების განცხადებები მიხეილ სააკაშვილზე მიკერძოებულია. მან ბოლო დღეების კორუფციული სკანდალი მოიშველია. საუბარია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის დაკავებაზე.
"ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და განსაკუთრებით აი ამ სკანდალის შემდეგ, რაც ეხება კორუფციას, არამც შეიძლება სერიოზული მასშტაბი მიიღოს, სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს პირველ რიგში ჯანდაცვის ექსპერტმა და სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, გლუკსმანმა თუ ლუქსმანმა." ამბობს ვოლსკი.
მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ლეტალური დასასრულის რისკი და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლების მოპოვება- ევროპარლამენტარებმა ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის შესახებ უშუალოდ ოჯახის წევრებისგან - ედუარდ სააკაშვილისგან და სანდრა რულოვსისგან მიიღეს. ოჯახიც და ამერიკელი ადვოკატიც სააკაშვილის კრიტიკულ მდგომარეობაზე საუბრობენ და გამოსავლად საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მიიჩნევენ.
საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილეს ყურადღება ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ და მირიამ ლექსმანმაც.
ევროპელი დეპუტატები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, გამოიყენონ სამართლებრივი ბერკეტები, რომ ქვეყანას ააცილონ ტრაგედია და მისცენ მესამე პრეზიდენტს სათანადო მკურნალობის შესაძლებლობა.