"დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს..." - ევროპარლამენტში, დებატებზე, სადაც დღეს "საქართველოს შესახებ" რეზოლუციაზე უნდა იმსჯელონ, ივანიშვილის საკითხზეც ისაუბრებენ.
საგარეო კომიტეტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში ევროდეპუტატმა მირიამ ლექსმანმა შეიტანა ცვლილება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ ივანიშვილის რუსეთთან კავშირები დადასტურდება, მას სანქციები უნდა დაუწესდეს.
შემაშფოთებელია ცნობები, რომლის მიხედვითაც რუსი ხალხი და სუბიექტები სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის. მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს შემდგომ განხილვაზე ისაუბრონ ამ ბრალდებებზე, კერძოდ, სხვადასხვა ანგარიშებზე, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან კავშირები აქვს. თუ ეს ბრალდება დადასტურდება, მოვუწოდებთ მის წინააღმდეგ პირადი სანქციების შემოღებას. ასევე, უნდა დასანქცირდეს მისი უახლოესი გარმოცვაც.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის გარშემომყოფებს სანქციები უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო უკვე დაუწესა..." - ნათქვამია დოკუმენტის ჩასწორებებში.