ევროპარლამენტის ECR ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტში არსებული ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფი (ECR ჯგუფი) საქართველოს ხელისუფლეებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მათ მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერეს. 

დიდი პატივი იყო ჯგუფის დღევანდელ მიღებაზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრა. როგორვ ექსპრეზიდენტის შვილი და ადვოკატი ადასტურებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ECR ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის. #გადაარჩინემიშა, - წერია მათ განცხადებაში. 

ისინი ასევე წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია:

"უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომელსაც "მიშას" სახელით იცნობენ, ციხეში იმყოფება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ევროპარლამენტარები და სააკაშვილის ოჯახის წვრები დღეს მისი მძიმე მდგომარეობის გასაცნობად შეიკრიბნენ. #გადაარჩინემიშა" - დაწერეს მათ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი