"გადაარჩინეთ მიშა!" | ევროპა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ერთიანდება

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანებული ევროპა. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი პლაკატებითა და ფოტოებით ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი დღეს სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად იდგა. მკაფიო და ხისტი იყო გზავნილიც სტრასბურგიდან. საქართველოს და ქართველ ხალხს მოუწევს ისტორიულ არჩევანზე უარის თქმა იმ შმთხვევაში თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ ტყვეობაში დაიღუპება.

გავლენიანი პოლიტიკოსები კვლავ იმეორებენ, რომ ევროპულ ოჯახში გაერთიანების ერთადერთი შესაძლებლობა რეფორმები და, რაც მთავარია, პოლიტპატიმრების არარსებობაა. მესამე პრეზიდენტისა და ნიკა გვარამიას საპატიმროში ყოფნის პირობებში კი ეს წარმოუდგენელია.

ევროპარლამენტართა შეფასებებიდან ნათლად ჩანს, რომ "ოცნების" პროპაგანდის მიუხედავად, სტრატეგიული პარტნიორები დეტალურად არიან ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოცესებთან დაკავშირებით და ხელისუფლების სპეკულაციებიც ფუჭია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი