არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი | კობახიძე კითხვაზე პასუხის გაცემას ისევ ვერ ბედავს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ისევ ვერ ბედავს - მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჯიუტად არ სურს თავისი სახელი დაარქვას რუსეთს და მტერი უწოდოს. ზედიზედ მეორედ კობახიძე მოუხერხებლად ცდილობს თავი აარიდოს ამ კითხვას და ამჯერად სიტყვა მტრის განმარტების ნაცვლად ჟურნალისტებზე თავდასხმის და სააკაშვილის ხელისუფლების დადანაშაულების სტრატეგიას ირჩევს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტს წარსულში უხეშ რიტორიკაში და შედეგად 2008 წლის ომის წამოწყებაში ადანაშულებს, მაგრამ ისევე როგორც ყოველთვის, კობახიძე ამ შემთხვევაშიც უარგუმენტოა და კრემლის რიტორიკასაა აყოლილი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი