მარნეულის საკრებულო ადგილობრივ ეკლესიას 2023-შიც 400 ათასით დააფინანსებს | სააპელაციომ მარნეულის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

გამოქვეყნდა:

"ოცნებისგან" დამორჩილებული სასამართლოს მორიგი ვერდიქტი - თბილისის სააპელაციო სასამართლომ მარნეულის რაიონული სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილება გააუქმა. თვითმმართველობის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკა კვლავ ძალაში დარჩება.

მაშინ, როდესაც ადგილობრივი სასამართლო ამტკიცებდა, რომ დისკრიმინაციული იყო რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გადანაწილება, სააპელაციო სასამართლომ ეს ვერ დაინახა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კვლავ გაწერილია 400 ათასი ლარი - ისიც მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის.

არასამთავარობო ორგანიზაციების შეფასებით, თანხა ადგილორიბივი ბიუჯეტიდან არა რელიგიური ორგანიზაციებს, არამედ შეჭირვებული მოსახლეობისთვის სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე უნდა დაიხარჯოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი