"მოვითხოვთ, ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა შეწყდეს და გათავისუფლდეს" - თქვა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობენ.
ევროპარლამენტარის თქმით, ეს საჭიროა არამხოლოდ საქართველოს მომავლისთვის, არამედ იმისთვის, რომ განიმუხტოს დღევანდელი სიტუაცია საქართველოში.
"ოლიგარქი ჯერ კიდევ ფლობს ძალიან დიდ გავლენას პოლიტიკურ გარემოზე, ჩვენ ვნახეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე და ვხედავთ, რომ დემოკრატიული პროცესები უარესდება. ვიმედოვნებთ და მოვითხოვთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა შეწყდეს და გათავისუფლდეს. ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმით, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. ეს არის არამხოლოდ საქართველოს მომავლისთვის, არამედ იმისთვის, რომ განიმუხტოს დღევანდელი სიტუაცია საქართველოში" - ამბობს ლექსმანი.