იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ საქართველო EU-ს ნაწილი ვერ გახდება - მასიმო დი ანჯელო

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები ევროპარლამენტში შეხვედრებს აგრძელებენ. სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს მათ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის საქმესა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ევროდეპუტატებმა ევროპის სახალხო პარტიიდან და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან სააკაშვილის ოჯახის წევრების გარდა მის ამერიკელ ადვოკატსაც მოუსმინეს. მასიმო დი ანჯელო ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს არ გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მას საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ საქართველო ევროკავშირის ნაწილი ვერ გახდება.

"თავდაპირველად გეტყვით იმ ცვლილებებზე, რომლებსაც დღეს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის კენჭისყრისას განიხილავენ. ის მესამე პრეზიდენტის კრიტიკულ მდგომარეობას შეეხება და იმას, რომ ის მოწამვლის გამო დაუყოვნებლივ საჭიროებს გაყვანას უცხოეთის შესაბამის კლინიკაში.  მეორე ცვლილება კი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ეხება, სააკაშვილი მისი დაჭერილია, ის საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ სისტემას და დემოკრატიას საქართველოში რაც აფერხებს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ.

ჩვენ ხვალ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ სააკაშვილის საკითხზე და ველით, რომ მიიღება ეს ცვლილებები.  რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის შესახებ სანქციები რეალურია. იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს არ გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მას საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ საქართველო ევროკავშირის ნაწილი ვერ გახდება. ის იმსახურებს გაეწიოს სათანადო მკურნალობა. ეს ადამიანის უფლებების დარღვევა და სახიფათო სიტუაციაა", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, მასიმო დი ანჯელომ. 

ცნობისთვის, ერვოპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს, დოკუმენტში უნდა შევიდეს მირიამ ლექსმანის მიერ ინიცირებული შესწორებები. საუბარია ორ ჩანაწერზე, რომელთაგან ერთი მიხეილ სააკაშვილის, მეორე კი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი