გაურკვეველია ბოლომდე ჩართავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს, შეეცდება დაესწროს - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

დღეს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე სხდომაა ჩანიშნული. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ბოლომდე გარკვეული არაა ჩართავენ თუ არა პროცესზე დისტანციურად მიხეილ სააკაშვილს. 

ცნობილია, რომ მას სურვილი აქვს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს, კლინიკა "ვივა მედმა" გუშინ განაცხადა, რომ პრობლემა არ აქვთ მესამე პრეზიდენტის ონლაინ ფორმატში ჩართვასთან დაკავშირებით.

"გაურკვეველია ბოლომდე ჩართავენ თუ არა ბატონ მიხეილ სააკაშვილს. შეეცდება, რომ დაესწროს და მოისმინოს ამ პროცესის მიმდინარეობა. თუ რაიმე განცხადება გაკეთდება, ვნახოთ, შეეცდება თუ შეძლებს იტყვის. რამდენი პროცესი ჩაინიშნება, როგორი ინტენსივობით წავა, თითოეული მოწმის დაკითხვა გაჭიანურდება, ან არ გაჭიანურდება, ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ ეს პროცედურები", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ექსპერტები უნდა გამოიკითხონ, მათ შორისაა "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.  სხდომის პარალელურად სასამართლოსთან აქცია გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი