გამოცემა POLITICO წერს, რომ თვეების დაგვიანების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი და ნატო მალე ოფიციალურად გააჟღრებენ ერთობლივ მოწოდებას რუსეთის მისამართით, რომ შეწყვიტოს ომი და დატოვოს უკრაინა. ასევე, ქვეყნები აღუთქვამენ სრულ მხარდაჭერას კიევს.
მედია ამბობს, რომ დეკლარაციის პროექტზე, რომელსაც ისინი ნაწილობრივ გაეცნენ, მუშაობა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიდოდა, პროცესი კი თურქეთსა და კვიპროსს შორის დაძაბულობის გამო შეჩერდა.
ორი დიპლომატი გამოცემას ეუბნება, რომ საბოლოო ვერსიასთან ახლოს არიან და ის მალე იქნება წარმოდგენილი "შესაძლოა ორშაბათს ან სამშაბათს - ან 2023 წლის დასაწყისში, თუ წლის ბოლოს გრაფიკი შეფერხდება".
POLITICO ამბობს, რომ ამ ტექსტისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ მის მომზადებისთვის დახარჯულ თვეებს.
თავდაპირველად, არსებობდა მოლოდინი, რომ დოკუმენტს ხელს გასული წლის ივნისში, მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე მოაწერდნენ.
გამოცემა წერს, რომ დეკლარაციაში ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ "სრულიად დაუჭირონ მხარი უკრაინის თავდაცვისა და საკუთარი ბედის არჩევის განუყოფელ უფლებას".