იუსტიციის მინისტრი გამოძიების დამთავრებამდე უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას - ჯიშკარიანი

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე, იუსტიციის მინისტრი თანამდებობას უნდა ჩამოშორდეს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის კადრებზე, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა და "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა:

"ყველა საერთაშორისო სტანდარტით იუსტიციის მინისტრი გამოძიების დამთავრებამდე უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას" წერს ჯიშკარიანი ფეისბუქზე.

კადრების გასაჯაროების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის მხარე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კი საკითხის შესწავლა დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი