"მიმდინარეობს დიპლომატიური მუშაობა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე..." | უკრაინის რადას წევრი კირა რუდიკი

გამოქვეყნდა:

"თუ საქართველო EU-სკენ ნამდვილად მიისწრაფის, უნდა ახსოვდეს, რომ მთავარი კრიტერიუმი ადამიანის უფლებების დაცვაა" - ამის შესახებ ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის რადას წევრი, კირა რუდიკი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს. 

მიმდინარეობს დიპლომატიური მუშაობა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს და აუცილებლად დაასაბუთებს და დაასახელებს თავის პოზიციას ამ ვითარებაზე.

მიხეილ სააკაშვილი, როგორიც არ უნდა იყოს მის მიმართ ქართველი პოლიტიკოსების დამოკიდებულება, თუ საქართველო ნამდვილად მიისწრაფის ევროატლანტიკური სივრცისკენ, თუ იცავს ადამიანის უფლებებს და თუ სურს ნამდვილად გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა ახსოვდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი კრიტერიუმი ადამიანის უფლებების დაცვაა, ასევე მნიშვნელოვანია ახსოვდეს საქართველოს მთავრობას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, ყველას ემახსოვრება.

აუცილებელია, გადაეცეს მიხეილ სააკაშვილი მესამე ევროპულ ქვეყანას, სადაც ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებს, ეს იქნება ეფექტური დიპლომატიის ნაწილი, - განაცხადა მან. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი