ევროკავშირი ხუთშაბათს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი დღეს, შუადღისას ფორმალიზდება, რასაც ევროკავშირი უწოდებს "წერილობით პროცედურას".
"სანქციები შეთანხმებულია. წერილობითი პროცედურა ხვალ შუადღემდე", - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა Reuters-ის ცნობით.
დეტალები, თუ რას შეეხება ახალი სანქციები პარასკევს გასაჯაროვდება.