"რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას იღებს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენენ.
ხაბეიშვილმა რატი ბრეგაძეს შეახსენა, რომ სწავლა-განათლება გერმანიაში, სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით მიიღო:
"არ დაგვავიწყდეს და კიდევ ერთხელ შევახსენებ მას, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო მისი გერმანიაში განათლება და ეს განათლება მიიღო, რომ ადამიანი, პრეზიდენტი, მთავარსარდალი ციხეში უნდა მოკლას და მისი უფლებები დაარღვიოს მუდმივად, პუტინს ჩააბაროს ანგარიში, "აღლიცინოს" რუსული პროპაგანდა, ეს ისწავლა გერმანიაში, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის დაფინანსებით წავიდა?! დღეს რაღაც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდა, რომ თურმე ვინმე ოროსანია, თავისკენ მოიკითხოს ოროსნებიც და მკვლელებიც." ამბობს ხაბეიშვილი.
ენმ-მ სხდომათა დარბაზში ბრეგაძეს დღეს პროტესტით დახვდნენ, რის შემდეგაც, დარბაზი დატოვეს. ამის შემდეგ, ბრეგაძემ მათ "ოროსნები" უწოდა.