არის ეჭვი, რომ ხმასაც იწერდნენ, რისი უფლებაც არ აქვთ - ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის კადრებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა მედში" ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამლის ორგანიზებაში წვლილი იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს მიუძღვოდეთ. 

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ აუცილებელია გამოძიების პერიოდში მაინც მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ. ადვოკატებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე მიმართეს.

ხაჭაპურიძე, ასევე, გამოეხმაურა "ვივა მედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც ამ დრომდე მათ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნა არ აქვთ.

"გაირკვა, რომ სასამართლო შეცდომაში შეიყვანა ამ პენიტენციურის წარმომადგენელმა. ირკვევა, რომ სააკაშვილის დოკუმენტები "ვივა მედმა" არც კი იცის რაზე არის საერთოდ საუბარი. კითხვა მაქვს, რა ადეკვატურ მკურნალობაზე მიდის ამის მერე საერთოდ საუბარი, ანუ 16 დღეა დოკუმენტი უდევთ, და ექიმებისთვის არც კი მიუწოდებიათ. აი ეს დოკუმენტი, და პლუს კიდევ 21 ტომი ვივა მედმა არც კი იცის, რომ არსებობს. 

დაყენებულია 4 მოთხოვნა, ერთი არის აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის კადრების უკანონო ჩაწერა გავრცელებაზე, იმიტომ, რომ იქ არის ეჭვი, რომ ხმა გადახაზულია და ხმაც იწერება, რისი უფლებაც არ გააჩნიათ. ამის გარდა, მოვითხოვეთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ დეპუტატების და პოლიტიკოსების მიმართ, ვინც აკეთებენ განცხადებებს, რომელიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს როგორც სასამართლოზე ზეწოლა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართოს პარლამენტს და შეუჩერონ უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის უფროსს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელს", - თქვა ხაჭაპურიძემ. 

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი