ცენტრი "ემპათია" საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "ვივა მედმა" პენიტენციურის მიერ პაციენტის კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით განცხადებაც კი არ გააკეთა, რაც "მდუმარე თანხმობის ტოლფასია".
"ემპათია" ამბობს, რომ კადრების გასაჯაროება ღირსების შემლახავი მოპყრობა იყო.
"კლინიკა „ვივამედ“- ში პაციენტის ყოფნისას ადგილი ჰქონდა „საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ“ უხეშ დარღვევას (თავი V. პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა და ხელშეუხებლობა: მუხლი 27 - სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ) და პაციენტისათვის სენსიტიური კადრებისა და ვიდეო - ჩანაწერების გამჟღავნებას, რაც განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე - 3 მუხლის დარღვევად და წარმოადგენს ღირსების შემლახავი მოპყრობის კლასიკურ ნიმუშს. კლინიკა „ვივამედ“ - მა ვერ მოახერხა, როგორც მინიმუმ, აღნიშნული დარღვევის პრევენცია, უფრო მეტიც, ამ მიმართულებით კლინიკამ განცხადებაც კი არ გააკეთა, რაც, როგორც მინიმუმ, „მდუმარე თანხმობის“ ტოლფასია", - წერს "ემპათია".
ჯიშკარიანი ხაზს უსვამს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, არის დამოუკიდებელი საქმიანობა, კერძოდ, ექსპერტები არიან დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის სუბიექტები და არ წარმოადგენენ არც ერთ მხარეს.