არ არის გამორიცხული, იუსტიციის მინისტრს მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწამვლის ორგანიზებაში წვლილი იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებსაც მიუძღოდეთ. 

ადვოკატმა დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა და ამ გამოძიების დასრულებამდე, დასახელებული პირებისთვის  უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა. 

"ვთხოვ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიმართოს პარლამენტს და შეუჩეროს უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის უფროსს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინაიდან არ არის გამორიცხული, მათ მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში"- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე

შეგახსენებთ, ვივა მედის კლინიკაში გადაღებული კადრების გასაჯაროების ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გამოძიების დაწყებას ითხოვს. ხაჭაპურიძემ დღეს საგამოძიებო სამსახურს სარჩელით  მიმართა.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი