მე საქართველოს მეგობარი ვარ და არასოდეს გაპატიებთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს - აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგოამრეობასა და პატიმრობას აზერბაიჯანელი პოლიტილოგი, რამის იუნუსი ეხმაურება. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრითან ინტერვიუში იუნუსმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" მთავრობას ეკისრება.

"ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა იძიო შური ადამიანზე, რომელმაც საქართველოსთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ ვითარებაში ხილვა გულდასაწყვეტია, ამაზე პასუხისმგებელი არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხიცაა. ვგულისხმობ, როგორც ხელისუფლების მხარდამჭერ, ასევე, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს. უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილს სააკაშვილი ქართველი ერის მიერ არჩეული ლიდერი იყო, რომელმაც პრეცედენტი შექმნა და ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარა. როცა მსოფლიოში საქართველოს ფენომენზე საუბრობენ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეს მიხეილ სააკაშვილსაც უკავშირდება, ამ ადამიანის ამ დონემდე დაყვანა კარგი არაა. ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ნახეს, სად იყურება თქვენი პრეზიდენტი, თუ ის მართლა პრეზიდენტია მაშინ მას შეწყალების უფლება აქვს, მე საქართველოს ,მეგობარი ვარ და არასოდეს გაპატიებთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, იცოდეთ, რომ მარტო არ ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი არ გაპატიებთ.

მე უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს მთავრობას მოგმართავთ თხოვნით, გახსოვდეთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და იმიჯზე პასუხისმგებლები თქვენ ხარ. გაითვალისწინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ოპონენტებს ან ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ასე არ მოქცევია. გაიხსენეთ, როგორ ცხოვრობდა შევარდნაძე სიცოცხლის ბოლომდე და კარგად გაიხსენეთ, როგორ გადმოგაბარათ სააკაშვილმა ხელისუფლება", - თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება. 

შუამდგომლობა დაცვის მხარემ სამედიცინო დასკვნების საფუძველზე დააყენა - საქმეს დართული აქვს ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, ასვე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ცენტრ ემპათიის დასკვნები. 

სახალხო დამცველის ინიციატივით, შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს მოინახულა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მათ 6 დეკემბერს გამოაქვეყნეს. ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი. 

ნინო ლომჯარიას თქმით, ამ დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას. მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

მანამდე გასაჯაროვდა ამერიკელ ექსპერტთა დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი