დღევანდელი ხელისუფლების აპელირებას, თითქოს, ჩვენ ღამით ვბომბავდით ცხინვალს, საბოლოოდ წერტილი დაესვა - ჯანაშია 

გამოქვეყნდა:

ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მხარეს 2008 წლის ომში დანაშაული არ ჩაუდენია, წერტილი დაესვა "ქართული ოცნების" ბრალდებებს წინამორბედების მიმართ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ ისაუბრა. 

"მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აპელირებდა, ხან ჩვენს ჯარისკაცებს სდებდა ბრალს, მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, თითქოს, ჩვენ ღამით ვბომბავდით ცხინვალს და ა.შ. საბოლოო ჯამში წერტილი დაესვა. ის გმირი სამხედროები, რომლებიც საკუთარ მიწა-წყალს იცავდნენ, ეს გადაწყვეტილებაც დასტურია, რომ საქართველოს ჰყავდა ჯარი, რომელიც იცავდა საკუთარ ქვეყანას",- ამბობს თემურ ჯანაშია. 

ცნობისთვის, ჰააგამ დაამთავრა ომის დანაშაულების გამოძიება. სასამართლომ რუსეთ - საქართველოს ომის საქმეზე თქვა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია. სამართლებრივად დადასტურდა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არც მძინარე ცხინვალი დაუბომბავს და არც რუსების პროვოცირება უცდია. დადასტურდა ისიც, რომ ქართველ სამხედროებს, ვის პასუხისმგებლობასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება წლებია ითხოვს, დანაშაული არ ჩაუდენიათ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი