მესამე პრეზიდენტის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ბოლო პერიოდში გლობალური მედიისა და პოლიტიკური წრეების ყურადღების ცენტრში მოექცა. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს პერიოდულად აქვთ შეხვედრები ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში. ედუარდ სააკაშვილი მისი მამის მდგომარეობაზე ბრიტანულ BBC-ის უყვება.
უკვე დღეს სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე პირდაპირ წერენ და საუბრობენ ფრანგი, იტალიელი და სხვა ევროპელი ჟურნალისტები. ცხადია, ეს ამბები განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან არერთი წლის განმავლობაში აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა, და ვინც ზუსტად იცის რას ნიშნავს იყო ვლადიმერ პუტინის პირადი მტერი.
Post Factum-მა, რამდენადაც გადაცემის ფორმატმა მოგვცა საშუალება, რამდენიმე მათგანს ჰკითხა აზრი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ რესპოდენტებს შორის კი აღმოჩდნენ როგორც ყოფილი პრეზიდენტები, ის მოქმედი ევროპარლამენტარები და ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.