"ყველაფრის უკან დგას სუს-ი" - კირთაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ორ "ალტ ინფოელს" კითხავენ

გამოქვეყნდა:

გიორგი კირთაძე, ბათუმში მასზე მომხდარ თავდასხმას წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ  ყველაფრის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას.
 

​საბოლოო ჯამში კარგად ჩანს, რომ იქ მას ახლდა თანმხლები პირები, რომლებიც ასევე ტელეფონით ცდილობდნენ ამ ყველაფრის გადაღებას. ცალსახად ჩანდა, რომ ეს იყო ორგანიზებული, აბა სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ადამიანი ქუჩაში კვერცხებჩაწყობილი დაიარება... 

ეს ყველაფერი არის ორგანიზებული, ამაში ვარ დარწმუნებული, არაფერს ვერჩი იმ ახალგაზრდაა ბიჭებს პოლიციიდან ვინც იქ მოვიდნენ, თუმცა რა უნდა გამოიძიოს ამ ხალხმა, მისი უფროსების გაცემულ დავალებას ასრულებდა. კონკრეტულად ეს კაცი და არასდროს შემხვედრია ალბათ ცხოვრებაში, მე მას ალბათ არ ვიცნობ. მე მგონია, რომ ყველაფერი რაც ხდება ამ ქვეყანაში ყველაფრის უკან დგას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური , რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნება სურვილის აღმსრულებელია და არანაირად არ უკავშირდება ამ ქვეყნის უსაფრთხოებას" - ამბობს კირთაძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თავდასხმასთან დაკავშირებით დაკითხვაზე ალტ-ინფოს თანამშრომლები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზე იმყოფება ის ორი პირი, რომლებიც ეხმარებოდნენ და ხელს უწყობდნენ თავდამსხმელს.  მათი თქმით ისინი იცნობენ თავდამსხმელს, თუმცა მის სახელსა და გვარს არ იტყვიან. 

შეგახსენებთ, რომ  რომ ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. უცნობმა კაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.

თავდამსხმელი, სავარაუდოდ, პუტინისტური "ალტ ინფოს" წევრია, რადგან ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, მათი ოფისი მდებარეობს. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი