საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დი ანჯელო ამბობს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის დამონტაჟებული კადრების გასაჯაროებით პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის უფლება დაარღვია.
"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო მასალა პრეზიდენტ სააკაშვილის პალატიდან მისი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ასე რომ, გარდა წამებისა და მოწამვლისა, რაც არის ჟენევის კონვენციისა და ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა, ასევე დაირღვა მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა.
იმედი გვაქვს სამართალი მალე დადგება, ჩვენ გვჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება რომელიც საშუალებას მისცემს პაციენტს, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, რაც მის სიცოცხლეს გადაარჩენს, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, სასჯელი გადავადდეს და ის უნდა გაიგზავნოს უცხოეთში", - თქვა მასიმო დი ანჯელომ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ექიმი 22 დეკემბერს თბილისში ჩამოვა და მოსამართლეს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.