სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ პირი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს პირდაპირი ეთერის დროს თავს დაესხა. ინციდენტის მონაწილეა კიდევ 2 ადამიანი.
სამივე მათგანი გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა, ამ დრომდე ყველა თავისუფალია. გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველო, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით აწარმოებს. სამართალდამცველებმა გიორგი კირთაძეც გამოკითხეს:
"როგორც მითხრეს, დაკავებული არ ჰყავთ, არც ის დაუდასტურებიათ, რომ იდენტიფიცირება ბოლომდე ამ ადამიანის მოხდა, გამოკითხვის პროცესში ჩავერთე, მაგრამ იმის იმედი, რომ ვინმე ამ ადამიანებს და იქ არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, დასჯის, არ მაქვს. იქვე ვუთხარი გამომძიებლებს, რომ ან იმავე შენობიდან, ან გვერდით ქუჩაზე, სუს-ის შენობიდან ხდება ამგვარი პროცესების მართვა", - თქვა გიორგი კირთაძემ.
მისი თქმით, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს მსგავსი ქმედებებით უფრო მეტი მოტივაცია ეძლევა.